"საქართველოს ბანკის ჯგუფის" ცნობით, სომხური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, "ამერიაბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.
ტრანზაქციის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია.
„დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელს შორის ნდობითა და ცნობადობით. საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო "ამერიაბანკის" გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას,“ ამბობს Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
2024 წლის პირველი იანვრის მონაცემებით “ამერიაბანკის" აქციონერები არიან Imast Group (ყოფილი Ameria Group, აქციების 48.82%, რუბენ ვარდანიანის საკუთრებაა ) EBRD – 17,71%. აზიის განვითარების ბანკი – 13.92%; ESPS Holding Limited – 12,05%; Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%. მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელის მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომაზე დააკავა და ამჟამად ბაქოში პატიმრობაშია.
2023 წელს ის ამბობდა, რომ „ამერიაბანკის“ აქციონერია, მაგრამ „გავლენას არ ახდენს ბანკში გადაწყვეტილებების მიღებაზე“. მანამდე ის „ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობა.
„ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრია კახაბერ კიკნაველიძე - წლების განმავლობაში ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, 2016-2019 წლებში მას „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გენერალურ დირექტორის პოსტი ეკავა. „საქართველოს ბანკი“ საქართველო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.